ჩემს შესახებ

   დავიბადე 1977 წლის 26 დეკემბერს გორის რაიონ სოფელ ზერტში. დავამთავრე ამავე სოფლის საჯარო სკოლა. 1996-2000წ.წ ვსწავლობდი გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე.

  2009წ-დან დღემდე ვმუშაობ ზერტის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად.

  მყავს მეუღლე და სამი შვილი.

  ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, ბავშვები, ჩემი პროფესია. ვქმნი ჩემს ირგვლივ თანამშრომლობით გარემოს, მუდმივად ვზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე, რადგან ამის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია მასწავლებლის პროფესია.

სიამოვნებით გავაგრძელებ სიახლეების ძიებას და მათ დანერგვას სასწავლო პროცესში, რათა ჩემი და ჩემი მოსწავლეების საქმიანობა იყოს სასიამოვნო და წარმატებული.


No comments:

Post a Comment

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ეკატერინე ინაური

https://drive.google.com/file/d/1uZEZUDrNvA_GlO9fEGrdHuPvYIriuDJY/view?usp=sharing